LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტეტესეპტი“ – ის, რაც ზამთრის სეზონზე გვჭირდება: ეფექტური ბრძოლა გაციებასთან და გრიპთან

4532
26952617-580144822340850-2879871291856342846-o

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება გაციებასთან და გრიპთან ბრძოლის საკითხები. პანდემიის ფონზე კი, დღეს, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ათმაგად მნიშვნელოვანია.

გრიპისა და გაციების პროფილაქტიკა/მკურნალობისათვის საზოგადოების ნაწილი „ტეტესეპტს“ იყენებს. ეს უკანასკნელი სააფთიაქო ბრენდია გერმანიიდან, რომელიც ფარმაცევტული კომპანია „მერცის“ მცენარეული საშუალებების ხაზს წარმოადგენს.

კითხვაზე, თუ რამდენად ეფექტურია „ტეტესეპტი“, სხვა მსგავსი ტიპის მედიკამენტებთან შედარებით – მსხვილ ფარმაცევტულ კომპანია „გეფაში“ ამბობენ, რომ მისი განმასხვავებელი ნიშანია მცენარეების, ვიტამინებისა და მინერალების დადებითი თვისებების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩინება/აღდგენისათვის.

„ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან ცნობილია მრავალი სამკურნალო საშუალება. მაგალითად ლიმონი აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას. C ვიტამინის მაღალი შემცველობა კლასიკად აქცევს ყვითელი ფერის ნაყოფს, სამკურნალო მცენარეთა შორის ცივ სეზონზე. გვირილა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეა. ეს იქნება ორთქლის აბანო გაციების დროს, თუ ჩაი ოფლის მოსადენად, მას გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ასევე მრავალძარღვა – მისი აქტიური ნივთიერებები ქმნიან დამცავ ფენას გაღიზიანებულ ლორწოვან გარსებზე და მათი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ამცირებენ ანთებას. მრავალძარღვა ამშვიდებს ყელას და ხსნის ხმის ჩახლეჩას“, – აცხადებენ „გეფაში“

მცირედი ინფორმაცია პროდუქტების შესახებ:

ტეტესეპტი ჩაი ლიმონით და კოჭათი შეიცავს C ვიტამინს (გამომშრალ ლიმონის წვენს), თუთიას და კოჭას. სასიამოვნოდ ათბობს ყელსა და სხეულს, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

ტეტესეპტი იმუსანი დეპო ტაბლეტი შეიცავს C, D, B12 ვიტამინებს, თუთიას და სელენს. აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

ტეტესეპტი ხველის და ყელის სამფაზიანი უშაქრო საწუწნი ტაბლეტები შეიცავს ბეგქონდარას, მრავალძარღვას, ევკალიპტს და მენთოლს. ხსნის ხველას, აქრობს ყელის ტკივილს, აქვს ანტისეპტიური მოქმედება, აღადგენს ხმას, ატენიანებს ყელის ლორწოვან გარსს, იცავს მას.

ტეტესეპტი ხველის საწინააღმდეგო საწუწნი კანფეტი ბრონქიალ აქტივი შეიცავს პიტნის ზეთს, ფიჭვის ზეთს, შავ მოცხარს, ვიტამინ C-ს. არბილებს ხველას, ზრდის ბრონქების სეკრეტორულ ფუნქციას, ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას.

ტეტესეპტი ყელის და ხახის სპრეი ისლანდიური ხავსით შეიცავს ისლანდიურ ხავსს, დექსპანთენოლსა და მენთოლს. ხსნის ყელის ტკივილს, ატენიანებს და იცავს მას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ახდენს ყელის ლორწოვანი გარსის დეზინფექციას.

ტეტესეპტი ცხვირის სპრეი შეიცავს ზღვის წყალს, გვირილასა და დექსპანთენოლს, ხსნის სურდოს, ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს, აქრობს ნახეთქებს, ახდენს ცხვირის ლორწოვანი გარსის ჩამორეცხვა, გასუფთავებას.

ცნობისთვის, ტეტესეპტის სრული ხაზი წარმოდგენილია ჯპს-ს და ფარმადეპოს აფთიაქებში.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები