LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთნულდზე სამ ტურისტს ეძებენ

134
1531996827

სვანეთში, თეთნულდზე დაკარგულ სამ ტურისტს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, როდესაც ტურისტების ჯგუფი მწვერვალიდან ბანაკისკენ ბრუნდებოდა, სამი ტურისტი ჯგუფის წინ წავიდა, რის შემდეგაც ისინი მათთან ერთად ჯგუფში მყოფ ტურისტებს აღარ უნახავთ.

პირველი არხის ინფორმაციით, სამივე ტურისტი ქალია. ბელარუსი ტურისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში დღეს, საღამოს შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება და საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც ჩაერთვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები