LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თეთრი სია”: ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც უკვე შეუძლიათ იმოგზაურონ

213
pjimage

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა იმ ქვეყნების ე.წ. “თეთრი სია”, რომელთა მოქალაქეებსაც უკვე შეუძლიათ ერთმანეთთან მოგზაურობა. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

ეს ის ქვეყნებია, რომელთაც შეძლეს კორონავირუსის გავრცელების შეჩერება, ამიტომ მათ მოქალაქეებს უახლოეს მომავალში ერთმანეთის მონახულება თავისუფლად შეეძლებათ.

სიაში შედიან: ავსტრალია, ავსტრია, ისრაელი, საბერძნეთი, დანია, ჩეხეთი და ახალი ზელანდია.

ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ ასეთი სიის შექმნის გამო უკმაყოფილება გამოხატა, რადგან მაშინ, როდესაც ევროკაშირის ქვეყნების ნაწილის საზღვარი კვლავ ჩაკეტილი რჩება, იგეგმება იმ ქვეყნების საზღვრის გახსნა (ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი), რომლებიც საერთოდ არ შედიან ევროკავშირში.

კერძოდ, გერმანიას მიაჩნია, რომ ეს სია ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით და დაუშვებელია, რომ მაშინ როდესაც გერმანელები თავად ვერ შედიან ავსტრიაში, ამის უფლება შორეულ ავსტრალიელებს ან ისრაელელებს მიეცეთ.

რომელი ზღაპრული ადგილების მონახულებას შევძლებთ 2020 წლის ზაფხულში – ქვეყნები, რომლებიც ტურისტებს მიიღებენ