LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თევზი, რომელიც საქართველოს მდინარეებში უკვე ათეულობით წლებია აღარ გვხვდება – დაბრუნდა

348
109357477-3244656312257983-9017664017814627301-o

მდინარე მაშავერაში თევზის სახეობა ფარგა გაუშვეს, რომელიც საქართველოს მდინარეებში უკვე ათეულობით წლებია აღარ გვხვდება.

ფარგას გაშვების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გადაშენების პირას მყოფი, ან უკვე გადაშენებული სახეობების ბუნებაში დაბრუნებისა და აღდგენის მიმართულებით აქტიურად მუშაობს სამინისტროში შემავალ უწყებასთან, ველური ბუნების სააგენტოსთან ერთად.

„ფარგას მდინარეში დაბრუნების პროცესი, სიმბოლურად, მაშავერას მდინარით დავიწყეთ. მაშავერა არის მდინარე, რომელიც ისე იყო დაბინძურებული, რომ წლების განმავლობაში მასში ცოცხალი ორგანიზმი, ფაქტობრივად, არ გვხვდებოდა. სამინისტროს ძალიან მკაცრი მიდგომით, კომპანიისთვის RMG განსაზღვრული მიწერილობით, მოვახერხეთ დაბინძურების ძირითადი კრიტიკული წყაროების აღმოფხვრა. ეს პროცესი, წარიმართა სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით და კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია RMG, ჟურნალ „ველურ ბუნებასთან” ერთად, საქართველოს მდინარეებსა და ტბებში, იქტიოფაუნისათვის მნიშვნელოვანი სახეობის თევზის – ფარგას დაბრუნების პროექტს ახორციელებს.

ფარგას რეინტროდუქცია მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდის (WWF) და „განვითარება და გარემოს“ ხელშეწყობით მოხდა. თევზის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა, შემოყვანილ იქნა 1000-მდე მცირე ზომის ფარგა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყების „ველური ბუნების სააგენტოს“ მიერ, ქართველი იქთიოლოგების დახმარებით, პირველად მოხდა ფარგას გამრავლება.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკა სანქციების კუთხით კიდევ უფრო მკაცრდება, რაც ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთის საშუალებას გაზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები