LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Telegraph: მიდგომა, შვილებისთვის საუკეთესო მეგობრები იყოთ, ბავშვებისთვის ზიანის მომტანია

198

მშობლების გარკვეული ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ შვილებისთვის საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ზოგიერთი მშობელი საკუთარი დამოკიდებულებით კმაყოფილებასაც ვერ მალავს და სიამაყით ამბობს, რომ მისი შვილი მას ყველა საიდუმლოს ანდობს.

არ ვიცით, რა მომენტში გადაწყვიტეს მშობლებმა, რომ მათ შვილებს მეგობარი ჭირდება და არა მშობელი დედ-მამა. თუმცა, ამ ეპიდემიამ უკვე უდიდეს მაშტაბებს მიაღწია და როგორც აღმოჩნდა, სპეციალისტებმა მას თავისი სახელიც დაარქვეს.

ე.წ “მეგობრის სინდრომი” (Buddy syndrome) – დამოკიდებულება შვილების საუკეთესო მეგობრები იყოთ, ბავშვებისთვის ზიანის მომტანია. ამის შესახებ ამერიკის მეცინიერების კოლეჯის პროფესორი  გამოცემა “ტელეგრაფთან”  საუბრობს. როგორც მარტინ სტეფანი აღნიშნავს, მშობლები ე.წ მეგობრის როლში მეტისმეტად ღრმად იჭრებიან, რაც საკმაოდ საშიშია. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ გაუგონ შვილებს, მაგრამ ვერ ახერხებენ ამ ყოველივეს ჩარჩოში ჩასმას, ოქროს შუალედის პოვნას, მათ არ შესწევთ უნარი იყვნენ ძლიერი და გავლენიანი ,,დიდები“.

საინტერესოა, სად გადის გულახდილობის საზღვარი

როგორც სტეფანი აცხადებს, მშობლები არსებობენ იმისთვის რომ დააწესონ გარკვეული ზღვრები, რომლებმაც შეიძლება ხშირად გაღიზიანება გამოიწვიოს. თუმცა,  შვილებს უნდა ჰქონდეთ დაწესებული მკაფიოდ ფორმულირებული  მნიშვნელოვანი წესები, რომლებიც უნდა შეასრულონ. ამავე დროს, ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს რა მოელის, თუ არ შეასრულებს წესს.

მაგალითად, მშობლებმა შვილებს უნდა განუსაზღვრონ სახლში ყოფნის გონივრული ვადა, უნდა შეუზღუდონ სმარტფონთან წვდომა , სიგარეტის მოწევა საძინებელ ოთახში და ა.შ

როგორც სტეფანი ამბობს, შვილებს ყოველთვის ვერ დაიცავთ ცხოვრებისეული სირთულეებისგან, ხოლო ბავშვმა  საკუთარ პრობლემებთან გამკლავება რომ შეძლოს, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა განუვითარდეს, მხოლოდ ამის შემდეგ  მიხვდება  ბავშვი, თუ რა შეიძლება მისმა ქმედებამ გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები