LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თიბისი დაზღვევა“ ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

115

„თიბისი დაზღვევა“ დღეიდან ახალ აქციას იწყებს. როგორც „ფორტუნას“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით „თიბისი დაზღვევაში“ და მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები: 50 ლიტრი საწვავი „ვისოლის“ პრემიუმ საწვავზე და 100 ლარიანი TAXIFY-ის ვაუჩერი.

„ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით: 15 თეთრიანი ფასდაკლებით „ვისოლის“ საწვავზე; 50%-იანი ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ, პარტნიორ სამრეცხაოებში. სასაჩუქრე ნაკრები ორგვარია და განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ღირებულების არის ავტომობილი: 17 500 ლარზე მეტის, თუ ნაკლების. აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას“, – აცხადებენ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: „თიბისი დაზღვევის“ ფილიალებში. „თიბისი ბანკის“ ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsurance.ge 

„საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. Taxify-ის სასაჩუქრე კოდის გამოყენება დაზღვეულებს შეუძლიათ Taxify-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ხოლო სასაჩუქრე საწვავით სარგებლობა „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები