LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: სააკაშვილს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს

42
1

ჯანდაცვის მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მდგომარეობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალი ექსპრეზიდენტს შესაბამის დახმარებას უწევს და ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს:

“პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. იცით, რომ მე ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციის გაცემას, ვინაიდან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება.

მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის, ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და მედიკამენტოზური დახმარება, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპზე საჭიროებს.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მისი დაკავების დღიდან, უკვე 21-ე დღეა რუსთავის #12 დაწესებულებაში შიმშილობს.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. ბრეგაძე აცხადებს, რომ სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული, რათა მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.

ამავე თემაზე:

საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციურ სისტემაშივე იგეგმება.

სააკაშვილი არ მიეკუთვნება ისეთი განსაკუთრებით საშიში კატეგორიის დამნაშავეების რიცხვს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ – კლინიკების ასოციაცია

ადვოკატი: სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მალე დადგება, თუმცა ხელისუფლებას სურს მისი გლდანის ციხეში გადაყვანა, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს

 

პოპულალურები