LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TikTok-ზე ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოყოფის შესახებ ხარვეზის გასასწორებლად საგარეო უწყებაში მუშაობენ

141
tiktok-app-what-to-know

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელ TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად გამოყოფაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. აქვე განმარტებულია, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საგარეო უწყების უმთავრესი პრიორიტეტი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის TikTok საკითხზე და როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები