LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა კანდელაკი „გაზპრომ-მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

120
tinakandelaki

ცნობილი რუსი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი, რომელმაც კარიერა გასართობი გადაცემების წამყვანობით გაიკეთა, კარიერულ საფეხურზე წინ მიიწევს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ის „გაზპრომ-მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნეს.

კომპანიაში მას ახასიათებენ, როგორც წარმატებულ მენეჯერს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ კომპანიის შემდგომი ამბიციური გეგმები განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ გასართობი გადაცემების წამყვანობის მიღმა, თინა კანდელაკის პროფესიულ ცხოვრებაში არის საკომუნიკაციო კომპანია „აპოსტოლის“ დაფუძნება და ასევე „მატჩ ტევეს“, ფედერალური სპორტული არხის გენერალური პროდიუსერობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები