LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: “ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე, რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის!”

145
BeFunky-collage (2)

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელი ეხმაურება.

ხიდაშელი გვარამიას დაპატიმრებას პირად შურისძიებად აფასებს და აღნიშნავს, რომ საქმეში სამართლებრივი მარცვალიც კი არ არსებობს.

“ყოველგვარი დებატების გარეშე, ამ საქმეში არ არსებობს სამართლებრივი ან სამართლიანობის მარცვალიც კი.

1. ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის!

2. ეს არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი, textbook პილიტიკური დევნა!

3. და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წარმატებული თამაშის გაგრძელება მორიგ ჯერზე დიდი მახვილით

განგმიროს ქვეყანაში პოლიტიკური, თემატური დისკუსია და პოლარიზაციის მორიგ ჭაობში გადათხლიშოს ქვეყანა, საიდანაც მხოლოდ თვითონ გამოდის გამარჯვებული!

4. ევროკავშირის კანდიდატის კენჭისყრის წინ ეს არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი მცდელობა შეფერხდეს ქვეყნის წინსვლა!

გილოცავთ ქართული ოცნების მრევლს, სწორედ ახლა, როდესაც ბრიუსელში კენჭისყრაა კარს მომდგარი ასეთი მასშტაბის პოლიტპატიმრის შეძენას” – წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები