LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: თუ დადასტურდება, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს

165
BeFunky-collage (3)

თუ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, როცა საპატიმროში პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას იმსახურებს.

„როგორი ოპონენტიც არ უნდა ვიყო მე მიხეილ სააკაშვილის და მის მიმართ ნულოვანი პოლიტიკური სენტიმენტი მაქვს, თუ დადასტურდება, რომ მის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილის მოუწოდებს მისი შეწყალებისკენ. არსებობს ჰუმანიტარული ამოცანები ქვეყნის წინაშე და ეს მიხეილ სააკაშვილს კი არ ეხება, ნებისმიერ პატიმარს შეეხება, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება საპატიმროში, ამიტომ აქვს ზუსტად პრეზიდენტს შეწყალების უფლება, რომ ის იმსახურებს, რომ პრეზიდენტმა ამ უფლებით ისარგებლოს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები