კიევის სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლა პირი, რომელმაც უკრაინის ქალაქ ტეტიევის მერს “განდონი” უწოდა.
ინციდენტი აპრილში, ტეტიევის საქალაქო შეკრების დროს მოხდა, სადაც მდინარე როსკას დაბინძურების და თევზის პოპულაციის გაზრდას განიხილავდნენ, რა დროსაც პირმა ქალაქის მერზე მითითებით თქვა, რომ “ასეთი განდონები ტყუილებს წერენ“.

 

მერმა რუსლან მაისტრუკმა მომხდარის შემდეგ ტეტიევის საოლქო სასამართლოს მიმართა, რომელმაც მოქალაქე წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და  51 გრივნათი (2 აშშ დოლარზე ნაკლები) დააჯარიმა.

ეს არის ტეტიევის “განდონი” მერი

 

სასამართლოს გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ იგულისხმა არა რაიმე სახის შეურაცხყოფა, არამედ ფრანგი ფანტასტი მწერალი ივ განდონი (1899-1975). მოსარჩლე მიიჩნევდა, რომ მისი ოპონენტი, ფრანგი ფანტასტის მსგავსად ფანტასტიურ და დაუჯერებელ რაღაცებს ყვებოდა.

 

აი ეს არის ფრანგი განდონი

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მოსარჩლეს მერის შეურაცხყოფა უნდოდა. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმე დახურა.

მსგავსი თემები