LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიპს არ დაუწყია და უკვე დაამთავრა – სააკაშვილი ხაზარაძეს ცინიკურად გამოეხმაურა

590
BeFunky-collage (1)

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყურადღების ცენტრში კვლავ ხაზარაძეა. დღეს მან ბიზნესმენის ტელეეთერში სტუმრობას ლაკონური და ცინიკური პოსტი მიუძღვნა.

ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა და ივანიშვილმა მოადო თავზე - სააკაშვილი ხაზარაძეზე და ლაზიკაზე

თურმე, ამ ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე.

“გუშინ ხაზარაძეს რაღაცეები ულაპარაკია ჩემზე გრიგოლიასთან და ივანიშვილი უქია. ზოგადად ტიპს არ დაუწყია და უკვე დაამთავრა. Soo pathetic!” – დაწერა სააკაშვილმა

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გუშინ ანაკლიაში გამართა.

ლირიული სადღეგრძელო თუ ჭკვიანური ნაბიჯი – როგორ აფასებენ ხაზარაძის “ლელოს”

მოგვიანებით კი სატელევიზიო გადაცემაში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის “თიბისი ბანკის” კულუარულ თემებზე. 

“ივანიშვილი იყო პრაქტიკულად პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა. ის ჩემგან ითხოვდა ფულის გადახდას ვანო ჩხარტიშვილისთვის,” – თქვა მან.

ხაზარაძემ მის ინტერვიუში სააკაშვილზეც ისაუბრა, რომელმაც მანამდე ის ანაკლიის პროექტის გამო გააკრიტიკა შეცვალოს ტონი და სიტყვათა წყობა, ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს – ხაზარაძე მიხეილ სააკაშვილზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები