LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თითოეული მათგანი საკუთარი საქმის გამორჩეული მცოდნეა” – კალაძემ ვიცე-მერისა და მერის მოადგილეობის კანდიდატები წარადგინა

104
1

თბილისის მერმა საკუთარი გუნდის წევრების კანდიდატურები წარადგინა.

კახა კალაძის განცხადებით, ამ ადამიანების სია, პირველ რიგში, დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება.

მერმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, საკრებულოს მხარდაჭერითა და თანადგომით, ამ კანდიდატურების დამტკიცება მომდევნო კვირაში მოხდება. 

◾  ვიცე-მერის თანამდებობაზე კვლავ წარმოგიდგენთ ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც გასული წლების მანძილზე უდიდესი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაში და სხვა მსხვილი რეფორმების განხორციელებაში, ის ძალიან ფასეული კადრია ჩვენთვის, რომელიც ყოველთვის ეძებს ჩვენი ქალაქის განვითარების ახალ სივრცეებს.

◾  მერის მოადგილის პოსტზე წარდგენილი იქნება ილია ელოშვილი.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ილია ელოშვილს “გაწეული შრომისა და დაუსრულებელი მშენებლობისა და ამ მშენებლობებით დაზარალებული ადამიანების პრობლემების მოგვარებისთვის”.

◾  მერის მოადგილის თანამდებობაზე ასევე წარდგენილია ირაკლი ბენდელიანი.

“ირაკლის და მისი გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ ყოველდღიურად ახლდება და სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება თანამედროვე სტანდარტებს თბილისის ინფრასტრუქტურა.” – განაცხადა კალაძემ.

◾  ანდრია ბასილაია – ის ასევე წარდგენილია მერის მოადგილის თანამდებობაზე.

თბილისის მერმა ასევე წარადგინა მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები:

◾  მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ვალერი ჭიღლაძე;

◾  ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს გიორგი აბუთიძე;

◾  ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ჩაბარდება ვახტანგ ლომჟარიას;

◾  გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გიგა გიგაშვილს;

◾  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს;

◾  იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად სერგო ბირკაძეს წარმოგიდგენთ;

◾  ჯანდაცვისა და სოციალური მოსახურების საქალაქო სამსახურს გაუძღვება გელა ჩივიაშვილი;

◾  მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი პაპავას კანდიდატურას გთავაზობთ;

◾  საფინანსო საქალაქო სამსახურს კვლავ გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს;

◾ უსაფრთხოების საქალაქოს სამსახურის ხელმძღვანელად წარვადგეთ ნიკოლოზ ჭონქაძეს;

◾  მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურს კახა გულედანი უხელმძღვანელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ურბანული სატრანსპორტო პოლიტიკის, არქიტექტურისა და თბილისის განვითარების ფონდის მიმართულებებს თბილისის საკრებულოს დამტკიცება არ სჭირდება და მას უშუალოდ მერი ნიშნავს:

◾  თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი წარმართავს;

◾  თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ ლევან ჯღარკავას;

◾  ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კვლავ ირაკლი თავართქილაძე იქნება;

◾  არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება თეიმურაზ ბოლოთაშვილი.

კალაძის თქმით, წარდგენილი ყველა კანდიდატი საკუთარი საქმის გამორჩეული მცოდნე და საქმის ერთგული ადამიანია.

მისივე განცხადებით, თბილისში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა და გამოწვევაა, რასაც უფრო მეტი ენთუზიაზმით უნდა დაუპირისპირდნენ და მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო ბევრი კარგი პროექტი განახორციელონ, რათა მეტი სიცოცხლე შეიტანონ ყველა უბანში.

პოპულალურები