LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითქოს არაფერი უნდა გაგვიკვირდეს ქვეყანაში, სადაც ქალს, ქმარი ცოცხლად წვავს, მაგრამ შოკში ჩამაგდო მონასტერში მომხდარი ამბის სისასტიკემ: ნანუკა ჟორჟოლიანი

117
ნანუკა ჟორჟოლიანი

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტს, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ „მონასტერში მომხდარმა ამბავმა შოკში ჩააგდო“.

მისივე განცხადებით, „ამ ქვეყანაში ქალები სძულთ“.

„თითქოს არაფერი უნდა გაგვიკვირდეს ქვეყანაში, სადაც ქალს, ქმარი ცოცხლად წვავს, მაგრამ მაინც შოკში ჩამაგდო მონასტერში მომხდარი ამბის სისასტიკემ. მონაზონის სულიერი ტკივილი უფრო მწარეა ახლა თუ იმ ქალის ბოლო წუთები, ქმარმა რომ ცოცხლად დაწვა აღარ ვიცი.

ამ ქვეყანაში ქალები სძულთ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შსს: ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 27 და 39 წლის მამაკაცები დავაკავეთ

„ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის, ის მეორე არ ვიცი“ – რას ამბობენ მონაზონზე თავდასხმისთვის დაკავებულთა ოჯახის წევრები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები