LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითქოს მზადაც ვიყავით, მაგრამ მოსასმენად მაინც ძალიან მძიმე აღმოჩნდა“ – თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ მთავრობას 2 არჩევანი აქვს

117
60ec108da149d

კომპანია „დიო“-ს მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობას ორი არჩევანი აქვს. თავის შეფასებას თამაზ დაუშვილი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

„ის, რაც ახლახან ევროსაბჭოში მოხდა, ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ მოსალოდნელიც იყო და თითქოს მზადაც ვიყავით, მაგრამ მოსასმენად მაინც ძალიან მძიმე აღმოჩნდა. საქართველომ, ამ ეტაპზე, ვერ გადალახა მნიშვნელოვანი რუბიკონი, თუმცა მოგვეცა მეორე შანსი. ახლა თითოეული პატრიოტის მოვალეობაა ხმა აიმაღლოს და მომავალი ექვსი თვის მანძილზე, მოსვენება არ მისცეს მთავრობას, რათა მან უმოკლეს ვადაში შეასრულოს თითოეული რეკომენდაცია. იმედია, მთავრობის წევრებიც ხვდებიან, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ ისტორიულ მომენტში მომავალი თაობების მიმართ. მათ აქვთ ორი არჩევანი: ან მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს უახლეს ისტორიაში, ან მათი შთამომავლობის რამდენიმე თაობა ვერ ჩამოირეცხავს სირცხვილის გრძნობას, მათ მიერ ჩადენილი გამოუსწორებელი შეცდომის გამო. ახლა არჩევანი თქვენზეა, ქართველმა ხალხმა კი თავისი არჩევანი დიდი ხანია გააკეთა! წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ!” – წერს თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ევროსაბჭომ უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები