LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითქოს სადღაც მზიან კუნძულზე ვიმყოფებოდით – ოპოზიცია პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს

81
zurabishvilia

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს არა საქართველოში, არამედ სადღაც მზიან კუნძულზე ვიმყოფებოდით, რომელსაც არც ერთი პრობლემა არ აქვს და ლამის კომუნიზმს ვაშენებთ, – ასე შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პრეზიდენტის პირველი გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში.

გოცირიძე გამოეხმაურა შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის შესახებ ინფორმაციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.

„სურს ხელი დაიბანოს და ყველაფერი იუსტიციის სამინისტროს გადააბაროს, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მას სურს იყოს პასიური პრეზიდენტი, თავადაც კომფორტში იყოს და ის ადამიანებიც კომფორტში ამყოფოს, რომლებმაც ის პრეზიდენტად დასვა. მას არ უნდა საქმის კეთება, მას მხოლოდ და მხოლოდ საპატიო როლის შესრულება უნდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს პრობლემურ და სერიოზულ საკითხებზე არ უსაუბრია. იგივეს ამბობენ “ევროპულ საქართველოშიც”. როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი ადეკვატურად არ აღიქვამს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

ყველაზე მთავარი დასკვნა, რაც მან გამოიტანა საარჩევნო კამპანიისა და ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისგან, არის ის, რომ სიტყვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს. ასევე, მოვისმინეთ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების სრულიად არაადეკვატური შეფასება. თურმე რაღაც ზოგადი შეუწყნარებლობის და ცილისწამების ბრალი ყოფილა ეს. ქალბატონი ზურაბიშვილი საგამოძიებო კომისიის წევრი იყო და ბოლო წამს, ყველაზე კრიტიკულ მომენტში წავიდა იმიტომ, რომ არ დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია. ანუ პასუხისმგებლობისაგან გაქცევა, რეალობის არაადეკვატური აღქმა და პასუხისმგებლობის არაფერზე არ აღება არის ის მთავარი ლაიტმოტივი და მესიჯები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი ზურაბიშვილისგან,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები