LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია – ლევან დავითაშვილი

70
txili-e1460701832823

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის და კომპანიის Ferrero აღმასრულებელ დირექტორს, მარკო გონკალვესს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, თხილის წარმოებაში კომპანია „Ferrero“ -ს გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის Ferrero აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს თხილის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თხილის წარმოებაში კომპანიის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, თხილის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის როლი, რომლის ქმედით სტრუქტურად ჩამოყალიბებაში დიდია კომპანიის „Ferrero“ წვლილი.

შეხვედრაზე მხარეებმა ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის და ბრძოლის სტრატეგიის საკითხიც განიხილეს.

მარკო გონკალვესმა მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს საქართველოში წარმოების განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს თხილის სექტორში ინვესტირებას. შეხვედრაზე კომპანიის დირექტორმა ღიად დააფიქსირა, რომ მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს იმ მეთხილე ფერმერებთან, რომლებიც სტანდარტების დაცვით აწარმოებენ პროდუქციას, რაც საშუალებას მოგვცემს დამატებული ღირებულება ადგილზე შეიქმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები