LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოს უნივერსიტეტში დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე სტუდენტების ნაცვლად რობოტები მივიდნენ

395
robot-diplom-news

ტოკიოს ბიზნესის სკოლაში გადაწყვიტეს, რომ კურსდამთვრებულებისთვის დიპლომები ვირტუალურად გადაეცათ. ტრადიციული ცერემონიის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის პრევენცია იყო. სტუდენტები დარბაზში ვიდეო–ზარებით იყვნენ წაროდგენილი და მათ მოვალეობას რობოტები ასრულებდნენ.

მოძრავ რობოტებს წინ პლანშეტები ქონდათ დამაგრებული, რამაც სტუდენტებს საშუალება მისცა, რომ დიპლომის აღების პროცესი მთელი სიცხადით შეეგრძნოთ. რობოტებს იმავე გზის გავლა უწევდათ, რასაც რეალურად სტუდენტები გადიან, ამიტომ ონლაინ ჩართულმა კურსდამთავრებულებმა ყველაფერი ვირტუალურად გააკეთეს.

Covid-19–მა მსოფლიოს ჩვეული რიტმი მთლიანად შეცვალა. სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა და სტუდენტებმაც კრეატიულობას მოუხმეს. ყველა ივენთი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა და იაპონელებმა სრულად ახალი მიდგომა მოიფიქრეს, რითაც ვირტუალური ცერემონია ბევრად უფრო ცოცხალი გახადეს.

აღსანიშნავია, რომ რობოტებს ტრადიციული სამოსი ეცვათ და არც კურსდამთავრებულთა ქუდები დავიწყებიათ. სტუდენტები მათ სახლებიდან მართავდნენ და პროცესში ბოლომდე იყვნენ ჩართულები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები