იაპონურ ბაზარზე ქართული პროდუქტების წარმატებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იაპოანიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ერთ-ერთი ასეთი სიახლე არის ის, რომ ტოკიოში ქართული რესტორნის გახსნა გადაწყდა და ეს ამბავია იაპონიაში მცხოვრებ ქართველებს განსაკუთრებით გაუხარდებათ.

გარდა ამისა, ფართოვდება იაპონიაში წარმოებული ქართული კერძების სიაც. იაპონურმა კომპანია Matsubara Foods-მა, რომელიც შქმერულის სწრაფი მომზადების ნახევარფაბრიკატს აწარმოებს, ასევე ხარჩოს ნახევარფაბრიკატის გაყიდვაში გაშვება დააანონსა. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის შეფუთვაზე დატანილია ქართული დროშა, მცირე ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ და ქართული წარწერა – “ხარჩო”.

რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ტოკიოს ცენტრალურ სავაჭრო უბან “აოიამაზე” გაიხსნა ახალი ღვინის ობიექტი Aoyama Wine Base, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა სახელგანთქმულ ღვინოებთან ერთად ქართული ღვინოც ხელმისაწვდომია.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები