ჰოლივუდის მსახიობმა ტომ ჰენკსმა და მისმა მეუღლემ, რიტა უილსონმა კალიფორნიაში ორი სახლი 17,5 მილიონ დოლარად გაყიდეს.
სახლები პაციფიკ-პალისედსში მდებარეობს და ერთი მათგანის ფასი 7,3 მილიონი დოლარი იყო, მეორესი – 10,2. რაც შეეხება ფართობს, ნაკლებად ღირებული 365, ხოლო ძვირადღირებული – 674 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ორივე სახლი ერთმა და იმავე ადამიანმა შეიძინა, თუმცა მისი ვინაობა არ ხმაურდება.
პაციფიკ-პალისედსში ჰენკსსა და მის მეუღლეს 5 მილიონად შეფასებული კიდევ ერთი სახლი აქვთ.