ამერიკელმა მსახიობმა ტომ კრუზმა ფილმის ”შეუსრულებელი მისია 6” გადაღებებზე ტრავმა მიიღო. კრუზი შეეცადა, დეკორაციიდან სახურავზე გადამხტარიყო, თუმცა მანძილი ვერ გათვალა და კედელს შეეჯახა.

ქსელში ამ ყველაფრის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება. რამდენად სერიოზულია ვარსკვლავის დაზიანება, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ფილმის ექვსივე ნაწილის გადაღებებში, 55 წლის ტომ კრუზი დამოუკიდებლად, დუბლიორის გარეშე ასრულებდა ყველა ტრიუკს, თუმცა, როგორც ჩანს, ამიერიდან ის დამხმარეებს გამოიყენებს.

 

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები