LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტომი ჰილფიგერში“ ზაფხულის კოლექცია სრულად განახლდა

1423
59985795_2205238712930441_9057949047872028672_n

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიამ „ტომი ჰილფიგერი” ზაფხულის ახალი კოლექცია მიიღო. როგორც ”ფორტუნას” მაღაზიიდან აცნობეს, კოლექცია ევროპიდან ჩამოვიდა, როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის და არის პრემიუმ ხარისხის.

„მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ჩვენთან შეიძინოს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტანისამოსი, ასევე ფეხსაცმელი, აქსესუარები, ახალი კოლექციის საათები, ამ სეზონის მოდური ჩანთები. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია სპორტული ხაზი როგორც მამაკაცის, ასევე ქალბატონის. რაც მთავარია, იწყება საზღავო სეზონი და უკვე მივიღეთ ამ სეზონის ტანსაცმლისა და აქსესუარების სრული ასორტიმენტი”, – აცხადებენ „ტომი ჰილფიგერში”.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის „ტომი ჰილფიგერის“ ახალი კოლექცია გამოირჩევა ფერადოვნებით. გარდა ბრენდისთვის დამახასიათებელი სამი ძირითადი ფერისა (ლურჯი, წითელი, თეთრი), 2019 წლის ამ კოლექციაში ჭარბობს მწვანე, ვარდისფერი, სალათისფერი და სხვა ფერები. როგორც მაღაზიაში განმარტავენ, ეს კოლექცია, წინა კოლექციებთან შედარებით, ბევრად ფერადია.

„რაც შეეხება ფასებს, ახალ პროდუქციაზე ფასები ქურთუკების  შემთხვევაში 500 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე ადის, პერანგები 200-300 ლარამდე ღირს, მაისურები – 99 ლარიდან -300 ლარამდე, ჩანთების ღირებულება 200 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს, 300-დან 700 ლარამდე ღირს საათები, საზღვაო პროდუქციაზე ფასები კი 100-დან 350 ლარამდეა… აღნიშნულ ფასებს განაპირობებს პროდუქციის უმაღლესი, პრემიუმ ხარისხი“,– განმარტავენ მაღაზიაში. მათივე ინფორმაციით, ახალი კოლექციის ნახვა შეგიძლიათ “ტომი ჰილფიგერის” ფეისბუქ გვერდზე. 

შეგახსენებთ, „ტომი ჰილფიგერი” საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ამ ეტაპზე ერთ მაღაზიას თბილისში, რუსთაველის გამზირზე 46 ნომერში ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები