LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტონი ბრექსტონის სიმღერა Un-break My Heart ამჯერად ფილმი გახდება

671

48 წლის მომღერალი ტონი ბრექსტონი ახალი ფილმის პროდიუსერი ხდება. Un-break My Heart ბრექსტონის ყველაზე პოპულარული ჰიტის სახელწოდებაა, რომლის მიხედვითაც ავტობიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ. ფილმში მოთხრობილი იქნება მომღერლის ცხოვრების უცნობი დეტალების შესახებ: ფინანსური პრობლემები, კრიზისი ოჯახში და შვილების აღზრდა, რომელთაგან ერთ-ერთი აუტისტია. ფილმს 2014 წლის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღებენ.

Daly Mail-ის ინფორმაციით, ტონი ბრექსტონის როლს ახალგაზრდა მსახიობი ლექს სკოტ-დევისი შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ გრემის მფლობელი ტონი ბრექსტონის ანგარიშზე 8 სტუდიური ალბომია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები