LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 3 ქვეყანა, რომელიც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

92
pa4209c-jpg

2019 წლის იანვარნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 381.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ. აშშ დოლარს (2.3 პროცენტით ნაკლები).

2019 წლის იანვარნოემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 752.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 14.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.2 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 2 087.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (7.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 839.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-ნოემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.2 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის იანვარნოემბერში საქართველოდან დსთის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 794.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 21.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 2 173.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (11.3 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.8 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 968.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-ნოემბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 8.0 პროცენტი იყო.

2019 წლის იანვარნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (454.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (444.6 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (353.9 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 448.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (868.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (785.3 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 633.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 322.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (982.4 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 601.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 594.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 261.2 მლნ. აშშ დოლარით (7.7 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარნოემბერში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 685.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 579.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 545.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები