LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ-3 ქვეყანა, რომელმაც საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადო

96
Why-invest-in-Georgia-2021

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით მეტი.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62% შეადგინა. მათივე ცნობით, ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2021 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 59.7% შეადგინა.

ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 48.6%-ით (603.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 11.1%-ით (138.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე – თურქეთი 8.1%-ით (100.0 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 52.4% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 465.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 37.5%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 185.9 მლნ. აშშ დოლარით (15%) ხოლო მესამეზე – დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 133.3 მლნ. აშშ დოლარით (10.7%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები