LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TOP 3 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში

210
---------1

2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.

2019 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 393.6 ლარი (წლიური ზრდა – 0.4 პროცენტი);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 900.4 ლარი (წლიური ზრდა – 6.0 პროცენტი);

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 806.4 ლარი (წლიური ზრდა – 5.6 პროცენტი).

Professions Szakmã¡K GIF - Find & Share on GIPHY

 

2019 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 913.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 419.8 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 69.1 და 85.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2019 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 90.7 ლარით გაიზარდა და 1 241.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 138.1 ლარი, წლიური ზრდა 3.2 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1 804.0 ლარი, წლიური ზრდა 4.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.

2019 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 50.1 ლარით და 1 073.9 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები