LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოქსიკური ადამიანები ბოდიშს არასდროს იხდიან და არც შეცდომას აღიარებენ

12113
toxic-people-never-apologize-for-anything-or-admit-their-mistakes-650x471

ნეგატიურმა ადამიანებმა, შესაძლოა, ჩვენი ცხოვრება და ჯანმრთელობა რადიკალურად შეცვალონ, რაც ხშირ შემთხვევაში სიმშვიდის დარღვევითა და თვითშეფასების დაქვეითებით ვლინდება. კარგი იქნება, თუ „მომწამვლელი ურთიერთობებისგან“ თავს დაიცავთ და ტოქსიკურ ადამიანებთან კონტაქტს შეზღუდავთ.

გაითვალისწინეთ, ფსიქოლოგების რამდენიმე რჩევა:

ტოქსიკური ადამიანები მანიპულირებენ, გექცევიან თავხედურად და გატყუებენ. ისინი არასდროს აღიარებენ შეცდომებს. მათ არ აღელვებთ სხვა ადამიანების გრძნობები და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.

"მოერიდეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს, რომელიც თქვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს" - ფორტუნა აკადემია

მოერიდეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს, რომელიც თქვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს

მათ უყვართ მსხვერპლის როლის თამაში. არასდროს იხდიან ბოდიშს. მეტიც, მსგავს ნაბიჯს თქვენგან ელოდებიან.

ტოქსიკურ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სრულყოფილები არიან და ყოველთვის პოულობენ გზას არასწორი საქციელის გასამართლებლად. თუკი საბაბი ვერ მონახეს, უფრო მარტივი გზა თქვენი დადანაშაულებაა, რაც მსგავსი ტიპის ადამიანებს იმდენად კარგად გამოსდით, რომ შესაძლოა, დანაშაულის გრძნობაც გააღვივოს თქვენში.

ფსიქოლოგები იმასაც აღნიშნავენ, რომ აუცილებელი არ არის, ტოქსიკური ადამიანი მაინც და მაინც ბოროტის მსურველი იყოს. უბრალოდ, ზოგს გამუდმებული წუწუნის, შურის, ემოციური შანტაჟის, ტოქსიკური ქედმაღლობისა და სარკაზმის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელად მიაჩნია ან  სხვაგვარად მოქცევა არც იცის და არც ცდილობს, რამე შეცვალოს.

კარგი ამბავი ისაა, რომ თავადვე შეგიძლია იმის გადაწყვეტა, შენი ცხოვრებიდან, ვის და რამდენ დროსა და ენერგიას დაუთმობ.

როგორ გავუმკლავდეთ “ტოქსიკურ” ადამიანებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები