LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორაძეების მკვლელობის გამოძიებაში FBI ჩაერთო

1000
fb

თორაძეების საქმის გამოძიებაში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო.

ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრებმა თამარ თორაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

გიორგი რურუა პოლიტპატიმარი თუ კრიმინალი? – თამარ თორაძე სენატორ რიშს „ბოროტების საძმოს“ ამბებს უყვება

„გილოცავთ! ჩვენ გავიმარჯვებთ! მართალია მაგრად შემრცხვა პირველივე წინადადება FBI-ს ოფიცერისგან: „28 წელი როგორ ვერ გამოიძიეს და არავინ დასჯილა??? ამდენი ოჯახის წევრი მოკლეს“?? ისეთი გაკვირვებული იყო, ვამშვიდებდი. ახლა კარგი მთავრობა გყვავს და ყველა დაისჯება-თქო. ამათ ბევრი ფული აქვთ და ძნელად ისჯებიან ასე მეთქი. გაეცინა ჩვენ Jefrey Epstein დავაპატიმრეთ და მაგას რა მნიშვნელობა აქვსო. აი, ხომ ხედავთ, თქვენთან ვიწყებთ თანამშრომლობას და ჩვენც დავლაგდებით აუცილებლად ეს მთავრობა შეცვლისთქო!
აბა, გილოცავთ პირველ უდიდეს ნაბიჯს ქართველებო!“ – წერს თამარ თორაძე.
თორაძეების მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ფედერალურ ბიუროს დახმარებისთვის მიმდინარე წლის მაისში მიმართა.
შეგახსენებთ, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. ძმები თორაძეები მხედრიონელებს დაუპირისპირდნენ. ძმები ვერის სასაფლაოზე ჩაცხრილეს. მომხდარს შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს.
30 ივლისს გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა იარაღის უკანონო ტარების გამო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ის პოლიტპატიმარია. თამარ თორაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პოლიტპატიმრის „წოდებას“ არ ეთანხმება და ამბობს, რომ მისი ძმების დახოცვაში, სწორედ ჟორიკა რურუას ხელი ურევია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები