LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ცდებით” – სერგეი ლავროვის მოადგილის ცინიკური პასუხი გაფრინდაშვილის საკითხზე

339
1575995947-685daee62f801ee

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და ე.წ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი – ამ თემაზე ყურადღება დღეს ჟენევაში, საერთშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდის შეხვედრებზე გამახვილდება.გუშინ მხარეებმა ტექნიკური საკითხები განიხილეს.

დეფაქტო რეჟიმები არ უნდა აკავებდნენ ადამიანებს – ასეთი იყო ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა გზავნილი. მთავარ მოთხოვნად  ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რჩება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, ჟენევა ერთ-ერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც თანათავმჯდომარეების დახმარებით შესაძლებელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალური ზომების მისაღებად ემზადება – ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

რუსული მხარის წარმომადგენელმა ქართველი ექიმის შემთხვევასთან დაკავშირებით ცინიკური კომენტარი გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით,  ექიმი  რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება, ამიტომ მას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ის რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს – ე. წ. КГБ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებზე

ჟურნალისტის შეხსენებაზე, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ანდრეი რუდენკომ აღნიშნა,  რომ ეს ასე არ არის. ამასთან, სერგეი ლავროვის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება, თუმცა როდის არ აკონკრეტებს.

„ეს საკითხი განიხილება ამ შეხვედრაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, დასვას შეკითხვები და მიიღოს პასუხები. გაფრინდაშვილს ოჯახს კი ვეტყვი, რომ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება და ის თავის ოჯახს დაუბრუნდება“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

ვაჟა გაფრინდაშვილი ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს

გაფრინდაშვილისთვის განკუთვნილი ჯილდო მისმა შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა მიიღო

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია ოკუპანტების უკანონო პატიმრობაშია. ოსი სეპარატისტების მოთხოვნაა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღიაროს, რომ საზღვარი გადაკვეთა, რაზეც ექიმი კატეგორიულ უარს აცხადებს.

“გატაცებული ექიმის ცოლი მზის სათვალეში მალავს დასიებულ თვალებს…”

ცნობილ ექიმს სახელმწიფო საზღვრის შეგნებულად დარღვევისთვის ორი თვე უკვე შეუფარდეს.გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები