LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ან თქვენ გაუსწრებთ დროს ან დრო გაგისწრებთ თქვენ“- ჯიმ რონის ცნობილი გამონათქვამები

2205
FORTUNA. GE (2)

ამერიკელმა ბიზნესმენმა, ჯიმ რონიმ არა მხოლოდ საკუთარი საქმიანობით, არამედ გამონათქვამებითაც გაითქვა სახელი, რომლებიც ბევრისთვის წარმატების მიღწევის საუკეთესო მოტივაცია აღმოჩნდა.

fortuna.ge გთავაზობთ ჯიმ რონის ყველაზე ცნობილ ფრაზებს:

  • ფორმალური განათლება გადარჩენაში დაგეხმარება, თვითგანათლება კი, წარმატებას მოგიტანს.
  • თუ გამუდმებით საკუთარ მიზანზე იმუშავებ, ერთ მშვენიერ დღეს მიზანი აუცილებლად ამუშავდება შენთვის.
  • შესაძლებლობები ოკეანეს ჰგავს, პრობლემა ისაა, რომ ადამიანი ჩაის კოვზით ცდილობს ამ ოკეანის ამოხაპვას.
  • წარმატება – რამდენიმე მარტივი წესია, რომელიც ყოველდღე უნდა დაიცვა, მარცხი კი, მხლოდ რამდენიმე შეცდომაა, რომელიც ყოველდღე გინდა დაუშვა.
  • საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხშირად სამოქალაქო ომს ჰგავს, რომელიც შენში ხდება.
  • რა თქმა უნდა ერთ დღეში ვერ შეცვლი საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ შეგიძლია შეცვალო გზა, რომელსაც არსაით მიყავხარ.
  • სადაც არ უნდა აღმოჩნდე, ეცადე, ყველგან შენი ადგილი მონახო.
  • თუ გინდა ისწავლო სწორად მოქმედება, ჯერ არასწორად უნდა იმოქმედო.
  • დიდი წარმატების თითქმის ყველა ისტორია პატარა მარცხით იწყება.
  • იცხოვრე ისე, თითქოს უკვე მიაღწიე წარმატებას და წარმატებას თვითონ მოუნდება შენთან ცხოვრება.
  • ყოველთვის გაქვს არჩევანი – ან უბრალოდ იცხოვრო, ან თვითონ შექმნა საკუთარი ცხოვრება.
  • საკუთარ თავს მხოლოდ ორ შემთხვევაში ვღალატობთ – შთაგონებული ან სასოწარკვეთილი.
  • როცა რაიმეს მიღწევა გინდა, ზუსტად იმდენით უნდა გარისკო, რამდენის მიღებაც გინდა.
  • მომავლის ორი ხედვა არსებობს – ან შიშით უყურებ, ან აზარტით.
  • წარმატებულ ადამიანებს დიდი ბიბლიოთეკა აქვთ, საშუალოებს დიდი ტელევიზორი.
  • ფორმალური განათლება თავის რჩენის საშუალებას მოგცემთ, თვითგანათლება კი წარმატებამდე მიგიყვანთ.
  • ან თქვენ გაუსწრებთ, დროს ან დრო გაგისწრებთ თქვენ.
  • საკუთარ თავზე მეტი იმუშავეთ, ვიდრე სამსახურში საქმეზე მუშაობთ.
  • არ შეუერთდე საშუალო დონის ადამიანთა გუნდს. თქვენ იქ ვერ გაიზრდებით. წადით იქ სადაც მოთხოვნები და მოლოდინება ძალიან მაღალია.
  • დრო ყველაზე ძვირაფსია რამაა. ყოველ დღე ერთი დღით ნაკლები გრჩებათ, ასე რომ დარწმუნდით რომ დროს ჭკვიანურად იყენებთ

 

 

პოპულალურები