LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ საუბრობთ ვარაუდებზე, დავით ხიდაშელის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს – ლევან დავითაშვილი

78
ipiccy_image

დავით ხიდაშელის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს – ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომელიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სავარაუდოდ, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს.

მისი თქმით, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეროვნული ბანკი ყველა პროცედურას დაიცავს.

„დავით ხიდაშელის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თქვენ საუბრობთ ვარაუდებზე და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომელსაც იცავს „ეროვნული ბანკი“ იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ ბანკში ხდება აქციონერების ცვლილება და შესაბამისად, ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომელიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თავის მხრივ, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შეძენის შესახებ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს თავად ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც. ხიდაშელს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა, თუმცა შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მის მიერ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია, ხიდაშელმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა. ბიზნესმენმა ერთი მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოში 47 პროექტი აქვს დაგეგმილი და ყველა მათგანს ბოლომდე მიიყვანს, მეორე მხრივ კი განაცხადა, რომ მის მიმართ „ჩირქის მოცხების უსაფუძვლო მცდელობებს აქვს ადგილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები