LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენც აიღეთ ფული ივანიშვილისგან? სააკაშვილმა რომ გითხრათ გამოდითო, გახვალთ ხვალ? – ელისაშვილის კითხვები ენმ-ს

81
ალეკო ელისაშვილი

“ღმერთმა იცის, სუს-მაც იცის, “ქართულმა ოცნებამაც” იცის, რომ ერთი, რითიც შემიძლია ვიამაყო არის, რომ ხელფასის მიღმა, არასდროს, არცერთი თეთრი არ ამიღია. თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ. ახლა მე თქვენ გეკითხებით, თქვენც ხომ შემოხვედით – თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?” – ეს იყო “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის იმ კითხვებიდან ერთ-ერთი, რომლითაც მან პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიმართა.

ალეკო ელისაშვილის მიერ დასმული შეკითხვები ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას და პარლამენტის ლეგიტიმურობას:

“მეორე კითხვაა: მამისტოლა კაცს თქვენი ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ ბათუმში და თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს, ბოდიშის მოხდას იმ კაცისთვის მაინც არ აპირებთ?

კიდევ რა მინდა გკითხოთ, შეთანხმებას თქვენ ხელი არ მოაწერეთ. არადა, ამ შეთანხმებით თქვენი ლიდერი გამოვიდა და სხვა ვის გამოშვებასაც ითხოვდით, რურუა. ამ შეთანხმებამ კრიზისი განმუხტა, პარლამენტმა ფუნქციონირება განაგრძო, ამ შეთანხმებამ გაგიხსნათ თქვენც გზა, რომ შემოსულიყავი. რა წერია ამ შეთანხებაში ასეთი? ამნისტიაზე გასაგებია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. იქ წერია, საარჩევნო რეფორმა უნდა გატარდეს, მართლმსაჯულების რეფორმა – ამ ყველაფერს ხელს თქვენ არ აწერთ, აბა აქ რისთვის შემოხვედით? ეს მაინტერესებს.

კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ეს პარლამენტი ლეგიტიმურია, თუ არ არის ლეგიტიმური დღეს? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა რატომ სხედხართ აქ? საერთოდ რას აკეთებთ აქ თუ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია.

სააკაშვილმა რომ გითხრათ გამოდითო, გახვალთ ხვალ? ეს არის ბოლო კითხვა. სანამ იმან არ გითხრათ და შუქი არ აგინთოთ, ფეხს ვერ დგამდით აქ.” – ჰკითხა ელისაშვილმა ენმ-ის წევრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები