LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტრაგედიამდე გიდს ვესაუბრე…მძღოლს 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა” – Traveler.ge-ის ხელმძღვანელის გამოკითხვა დასრულდა

473
BeFunky-collage (11)

შატილის გზაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი საზარელი ავარიის საქმეზე, ტურისტული კომპანია Traveler.ge-ის ხელმძღვანელი, შალვა ბოლოთაშვილი სამართალდამცავების მიერ განმეორებით გამოიკითხა. დაახლოებით შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ბოლათაშვილმა აღნიშნა, რომ მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა, 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

ამასთან, ბოლათაშვილი ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გიდთან სატელეფონო საუბარს იხსენებს.

ავარიაში მონაწილე მიკროავტობუსის ფოტო: “ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?”

“35-წლიანი გამოცდილება აქვს მძღოლს. ნახევარი საათით ადრე, დაახლოებით, 15:45 წუთზე მე ვეკონტაქტე გიდ სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მოდიოდნენ ძალიან წყნარად. ეს ზარი ნამდვილად ფიქსირდება, ამას თვითონ საგამოძიებო უწყებაშიც ადასტურებენ. მე ვესაუბრე და მან დაადასტურა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, მანამდე არაფერი პრობლემა არ ჰქონიათ. ვერსიები განიხილება და გამოძიება დასრულდება“, – განცხადა შალვა ბოლათაშვილმა.

Traveler.ge-ს ხელმძღვანელი: “გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც…ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია…”

ტურისტული კომპანია Traveler.ge განცხადებას ავრცელებს: “განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები