LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი გაამართლეს – აშშ-ს პრეზიდენტი იმპიჩმენტის დასრულებას იუმორისტული ვიდეოთი ეხმაურება

251
EHYEDH

ისტორიული იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა – სენატმა აშშ-ს პრეზიდენტი გაამართლა. დონალდ ტრამპს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი.

ტრამპის იმპიჩმენტი იწყება: კუდიანებზე დიდი ნადირობა!

BBC-ის ინფორმაციით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ტრამპის უდანაშაულობას მხარი 52-მა სენატორმა 48-ის წინააღმდეგ მისცა, კონგრესის გამოძიებაში ხელის შეშლის ნაწილში კი, პრეზიდენტის წინააღმდეგ 53 სენატორი 47-ის წინააღმდეგ წავიდა.

სენატში მის სასარგებლოდ დასრულებულ კენჭისყრას დონალდ ტრამპი იუმორისტული ვიდეოთი გამოეხმაურა.

“ტრამპი 2024… 2088…2300… 2800…10 000… 80 000… ტრამპი სამუდამოდ”- ასეთია ვიდეოს შინაარსი.

ცნობილია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი  ოფიციალურ განცხადებას იმპიჩმენტის პროცესში “ქვეყნის გამარჯვებასთან” დაკავშირებით ხვალ, თეთრ სახლში გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები