LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი პუტინს იუმორით სთხოვს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩაერიოს

130
ტრამპი

ოსაკაში ამერიკისა და რუსეთის პირველი პირების მოლაპარაკება დაიწყო. დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ხვდებიან.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მთავარი თემები ვაჭრობა, განიარაღება და პროტექციონიზმი იქნება.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. მას ამერიკისა და რუსეთის ოფიციალური პირებიც ესწრებიან, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ასევე ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი.

შეხვედრის დაწყებისას ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის პუტინისთვის ეთხოვა, რომ 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულიყო. ტრამპმა რეპორტიორის სიტყვები გაიმეორა და რუსეთის პრეზიდენტის იუმორნარევი ტონით მიმართა, არჩევნებში არ ჩარეულიყო. ეს ტრამპისა და პუტინის მეორე სრულფორმატიანი შეხვედრაა. მანამდე მათ შორის მოლაპარაკება თითქმის ორი წლის წინ ჰელსინკში გამართულ სამიტზე გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები