LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს, თუ რეგულაციები მკაცრად იქნება გათვალისწინებული: მაია ბუწაშვილი

201
ბუწკუტუნა

ტრანსპორტი უნდა იყოს გახსნილი, თითო ავტობუსს ჰყავდეს თითო კონტროლიორი, რომელიც გააკონტროლებს დისტანციას და ნაკადებს”,- ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც  ბუწაშვილი განმარტავს, ხშირია შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეები ფორმალურად უკეთიათ, რაც უნდა გაკონტროლდეს.

“ტრანსპორტი უნდა იყოს გახსნილი. ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს, თუ მკაცრად იქნება გათვალისწინებული რეგულაციები. დაემატოს ისეთი ავტობუსები, სადაც დიდი სივრცეა და შესაძლებელია დისტანციის დაცვა. თითო ავტობუსს ჰყავდეს თითო კონტროლიორი, რომელიც გააკონტროლებს დისტანციას და ნაკადებს, რომ ბევრ ხალხი არ მოხვდეს ავტობუსში. ვხედავთ, რომ ტრანსპორტში ხშირად, ფორმალურად უკეთიათ პირბადე, თუ არსებობს კონტროლიორი, რომელიც გადახდის საკითხს არეგულირებს, შეიძლება არსებობდეს კონტროლიორი, რომელიც ამას დაარეგულირებს”,-აცხადებს ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები