LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსპორტი უახლოეს პერიოდში ამუშავდება, იმაზე მალე, ვიდრე ვგეგმავდით: ეკონომიკის მინისტრი

738
avtobusebi-scaled

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალურ საკითხზე განმარტებები კიდვ ერთხელ გააკეთა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყვეტილება იმაზე მალე იქნება მიღებული, ვიდრე დაგეგმილი იყო.

„ტრანსპორტის გახსნაზე ვმსჯელობთ და ყველა რისკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება, იმაზე უფრო მალე, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით“,- დასძინა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება კომპენსაციების გაცემის საკითხს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიდგომა მაქსიმალურად ლიბერალურია, თუნდაც თვითდასაქმებულების მიერ შემოსავლის დადასტურების თვალსაზრისით. თუმცა, თურნავა მიიჩნევს, რომ კომპენსაციების გაცემის პროცესი ორგანიზებულად წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები