LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსპორტი უნდა ამუშავდეს და მაღაზიები გაიხსნას სასწრაფოდ… იგრძნობა, რომ ვირუსი ძალას კარგავს! – ქეთი ლობჟანიძე

279
BeFunky-collage (1)

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. ის ხაზს უსვამს, რომ მეორე ტალღამ პოზიტიური დინამიკა აჩვენა. კერძოდ, “კოვიდ 19”-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ამასთან, ქართველი ექიმი ამბობს, რომ ახლა დროა ქვეყნებმა ეკონომიკაზე იზრუნონ.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“მე-2 ტალღა მსუბუქი გვქონდა, ახალი შემთხვევები და გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს წინა კვირასთან შედარებით, რეანიმაციებიც განტვირთვას აგრძელებს, შესაბამისად ჩვენც ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რეალობას, ბუტიკების მერე სავაჭრო ცენტრებიც გაიხსნა პარიზში, ტრანსპორტი 70-80%-ით ამუშავდა და რაც მთავარია, ვიცავთ ბარიერულ ჟესტებს, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა ნიღაბ-სათვალე და დისტანცირება, ეს კონტროლდება!

უცნობი ვირუსი ისევ აგრძელებს სიურპრიზებს ბავშვებში – ქეთი ლობჟანიძე

კარანტინი სავალდებულო იყო ცხელ პერიოდში, ახლა ეკონომიკაზე უნდა ვიზრუნოთ! ჩვენთან ტრანსპორტი უნდა ამუშავდეს და მაღაზიები გაიხსნას სასწრაფოდ, ცხადია ბარიერული ჟესტების დაცვით! ვირუსი არსად წასულა, მაგრამ იგრძნობა, რომ ძალას კარგავს!..- წერს ქეთი ლობჟანიძე და თან ფოტოებს ურთავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები