LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს

174
fbd006a9bac94250eca5797487be42ce

ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით,  სუსლიაკი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ პროკურატურამ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, სუსლიაკი გაათავისუფლეს.

იულია სუსლიაკმა უკრაინა-რუსეთის საზღვარი 11 ბავშვით გადაკვეთა - შსს

სამართალდამცველები გაუჩინარებულ ბავშვს ინტერპოლით ეძებენ

ორი ან მეტი პირი მიმართ ტრეფიკინგში ბრალდებულის, იულია სუსლიაკის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.

„ვინაიდან მტკიცებულებების უმეტესობა ინახება უკრაინაში ბრალდებამ გამოძიების მიმდინარეობისას მიმართა უკრაინას ორჯერ მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს მტკიცებულებები ქართულ მხარეს არ მიუღია. ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქმე გადაიგზავნოს უკრაინის პროკურატურაში. მტკიცებულებები, მოწმეების ჩვენებების ბაზა წერილობითი მტკიცებულებები არის უკრაინაში და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ გადავაგზავნოთ. აქ არაა საუბარი ექსტრადირებაზე. ვინაიდან გუშინ იქნა გამოტანილი დადგენილება საქმის გადაგზავნის შესახებ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქართული მხარის წარმოებაში ეს საქმე არ არის და ვინაიდან ეს საქმე ქართული მხარის წარმოებაში არ არის, საქართველოში მის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული ვერ იქნებოდა,” – აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი.

თავის მხრივ, იულია სუსლიაკის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელახლა დააკავებენ.

„მალულად, ფარულად გენერალური პროკურატურისგან იქნა შემოტანილი შუამდგომლობა იულია სუსლიაკის საქმეზე პატიმრობის გაუქმების თაობაზე. ჩაფიქრებული აქვთ, რომ იულია სუსლიაკი ხელახლა დააპატიმრონ, ჩასვან თვითმფრინავში და გაამგზავრონ. ვითხოვთ სახალხო დამცველის და პრესის ჩართვას. ორია დღეა, პროკურორები და გამომძიებლები მთხოვენ შევუძინო ბილეთი იულია სუსლიაკსდა გავამგზავრო კიევის რეისზე. არ შევიძენ. აქვს სრული თავისუფლება და არავის აქვს უფლება შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება. ის სპექტაკლი რაც აქვთ დაგეგმილი, არ გამოუვათ,” – განაცხადა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები