LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრეფიკინგში ბრალდებულზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

1464
iulia 2

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალზე განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულ იულია სუსლიაკს პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლოს ცნობით, მას დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვა, ასევე მისი გადაყვანა, გადამალვა, ტრანსპორტირება და შეფარება, ჩადენილი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ (ათი არასრულწლოვანი), დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით.

სხდომა დახურული იყო. სასამართლოს ცნობით, პროცესზე ჩაითვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის, საფრთხე.

შემდეგი წინასასამართლო სხდომა 20 ივნისს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები