LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრიო „გაონი“ ელისო ვირსალაძის მოწვევით კონცერტს გამართავს

conert

ელისო ვირსალაძის ცენტრი 20 დეკემბერს წარმოგიდგენთ კამერული მუსიკის კონცერტს . მსმენელის წინაშე წარდგება ტრიო „გაონი“ (გერმანია). კონცერტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.

ტეხენი კიმ – ფორტეპიანო

ზიხე ლი – ვიოლინო

სემუელ ლაცკერი – ჩელო

ტრიო „გაონის“ შექმნის იდეა ტრიოს სახელწოდებაშია. კორეულ სიტყვა „გაონს“ ორი სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს: „მსოფლიოს ცენტრი“ და „სითბოს გენერირება“: მუსიკოსები ისწრაფვიან, რომ თავიანთი მუსიკა იმ მომენტში „მსოფლიოს ცენტრად“ აქციონ და მუსიკის მეშვეობით სითბო და ენერგია მოუტანონ მსმენელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები