LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თრუსოს ხეობაში მყოფი სტუდენტები თავს კარგად გრძნობენ

66

თრუსოს ხეობაში მყოფი სტუდენტები თავს კარგად გრძნობენ, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ყაზბეგის გამგებელმა გივი ქირიკაშვილმა განუცხადა.

გამგებლის ინფორმაციით, სტუდენტები მესაზღვრეებმა მოინახულეს და მათ რაიმე ტიპის პრობლემა არ აქვთ. რაც შეეხება სატელეფონო კავშირის არ არსებობას, გივი ქირიკაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია მობილური კავშირგაბმულობის დაფარვის ზონაში არ არის, შესაბამისად, მათთან დაკავშირება ამ მიზეზით ვერ ხერხდება.

”მესაზღვრეებმა მოინახულეს სტუდენტები და ისინი თავს კარგად გრძნობენ. სტუდენტები სოფელ აბანოში არიან. ამ ადგილზე კავშირგაბმულობა არ არის და ტელეფონიც არ მუშაობს, შესაბამისად, ვერ ხდება მათთან კომუნიკაცია. ოჯახის წევრები ინფორმირებულები იყვნენ, რომ მათთან დაკავშირება დღენახევრის განმავლობაში ვერ მოხერხდებოდა, თუმცა, უამინდობის გამო, მაინც მოხდა სტუდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება”, – განაცხადა გივი ქირიკაშვილმა.
თრუსოს ხეობაში მყოფ სტუდენტების ჯგუფთან დაკავშირება გუშინდელი დღის შემდეგ ვერ ხერხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები