LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ამ 5 მავნე ჩვევაზე უარს იტყვით, თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით გაიზრდება – ექიმების რჩევები

385
life 2

როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით – ასე იწყება სტატია, რომელსაც ამერიკული გამოცემა CNN აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია სიცოცხლის გახანგრძლივება დაახლოებით 7-10 წლით. ამისთვის კი 5 მავნე ჩვევაზე უარი უნდა თქვათ, ესენია: მოწევა, ვარჯიშზე უარი, ჭარბწონიანობა, ბევრი ალკოჰოლი და არაჯანსაღი საკვები.

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ჩვევებს გავლენა აქვს დიაბეტის, კარდიოვასკულარული დაავადებების, ასევე სიმსივნისა და სხვა ქრონიკლული დაავადებების გაჩენაზე.

კვლევა 38 ათას მამაკაცს და 73 ათას ქალს მოიცავს, მათი ასაკი 28-დსან 34-მდეა.

გამოკითხვის და დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქალებმა, რომლებმაც 50 წლის ასაკში ცხოვრების 5 მთავარი ჯანსაღი ჩვევა მიიღეს, 14 წლით დიდხანს იცოცხლეს, ვიდრე ქალებმა, ვინც ამაზე უარი თქვა. კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 12 წლით გაიზარდა.

„გვიანი არასდროსაა, რომ ახალი ჩვევები გაითავისოთ “, – ამბობს პროფესორი ფრენკ ჰუ. “მწეველებისთვის მთავარია მოწევას თავი დაანებოთ, არამწეველებისთვის კი მნიშვნელოვანია, ჯანსაღი საკვები მიიღოთ და ფიზიკური აქტივობით დაიტვირთოთ”. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები