LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადამიანი ავად არის, უნდა გამოჯანმრთელდეს: სასულიერო პირების აქცია კანცელარიასთან (ვიდეო)

361
მამამაა

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი სასულიერო პირებისა და მოქალაქეების ნაწილი მსვლელობით კანცელარიასთნ მივიდა. როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ ისინი “ოჯახის სიწმინდის დღეს” იცავენ და მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებენ ლგბტ თემის პროპაგანდას. 

"ვიცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს" - სასულიერო პირები და მოქალაქეები კანცელარიისკენ მსვლელობით მიდიან

შეკრებილები მოუწოდებენ ლგბტ თემს, რომ ნუ ეცდებიან საკუთრი შეხედულებების საჯარო დემონსტრირებას.

დეკანოზ დავით რუხაძის თქმით, კანცელარიასთან მსვლელობით მოსვლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები ყოველწლიურად სწორედ აქ იკრიბებიან.

თუ ადამიანი შეინანებს, რა თქმა უნდა, გულში უნდა ჩავიხუტოთ

“ჩვენთვის ყველა ადამიანი ძვირფასია, ყველა ადამიანი გვიყვარს, მაგრამ ვერ შევეგუებით ვერანაირად ბილწი მამათმავლების პროპაგანდისტულ საქმიანობას. თუ შეინანებს ადამიანი და ეკლესიის წიაღში დაბრუნდება, ჩვენ რა თქმა უნდა, გულში უნდა ჩავიხუტოთ და მოვეფეროთ, მაგრამ ვერანაირად ვერ შევურიგდებით ფართო პროპაგანდას. არავინ მათ უფლებებს არ ზღუდავს, მათ შეუძლიათ თავისუფლად იყვნენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვურიგდებით ამის ფართო პროპაგანდას, რომ იარონ მათ ლოზუნგებით, თორემ თუ ადამიანი ავად არის, უნდა გამოჯანმრთელდეს. იმიტომ მოვედით აქ, რომ ჩვენი მშვიდობიანი ფორმით, ლოცვით და რწმენით შეიარაღებულები შევეწინააღმდეგოთ”, – განაცხადა დაკანოზმა დავით რუხაძემ რადიო “ფორტუნასთან”.

 

 

პოპულალურები