LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ არ ვილაპარაკეთ ერთმანეთთან, გამოსავალს ვერასდროს მოვძებნით – გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის შერიგებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე

63
ვაშაძე-გიორგი

თუ არ ვილაპარაკეთ ერთმანეთთან, გამოსავალს ვერასდროს მოვძებნით, – ამის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივაზე კომენტირებისას, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“სტრატეგია აღაშენებლის” ლიდერის თქმით, შეუძლებელია პირობების დაყენება, როდესაც “ქართული ოცნების” მხრიდან ყველა პირობა დარღვეულია.

მისი თქმით, წინაპირობების დაყენება სწორი მიდგომა არ არის.

“გუშინდელ შეხვედრას და გზავნილებს დავარქმევდი მცდელობას პრეზიდენტის მხრიდან, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას, მე ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან “ქართულ ოცნებას” არანაირი სურვილი არ აქვს პროცესი თანხმობისკენ წავიდეს და ამას მათი განცხადებებიც ადასტურებს. თუმცა, ჩვენ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ წნეხის გაძლიერების “ქართულ ოცნებაზე”. “სტრატეგია აღმაშენებელი” ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და გაუთავებელი პოლიტიკური კრიზისი აღმოიფხვრას. თუმცა, ამისთვის აუცილებელია “ქართული ოცნების” იძულება, რომ ნაბიჯები გადაიდგას. საერთოდ, თუ არ ვილაპარაკეთ ერთმანეთთან, გამოსავალს ვერასდროს მოვძებნით. პირობები რა უნდა დავაყენოთ, ყველა პირობა დარღვეულია “ქართული ოცნების” მხრიდან, კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარს წინ არაფერი უდგას, ყველა მექანიზმი და შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, წინაპირობებზე საუბარი არასწორია,”- განაცხადა ვაშაძემ.

პოპულალურები