LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ არავინ არავინ დააყენა თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენ ვიფიქრებთ ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურაზე: იაგო ხვიჩია

64
იაგო ხვიჩია ვახტანგ მეგრელიშვილი

„თუ არავინ არავინ დააყენა და ასეთი სასწაული მოხდა პოლიტიკაში, ჩვენ ვიფიქრებთ ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურაზე“, – ამის შესახებ განცხადება პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ადგილობრივ არჩევნებზე „გირჩის“ გეგმებზე საუბრისას გააკეთა.

ხვიჩია აცხადებს, რომ „კოლეგებს ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ბევრ კანდიდატს დააყენებენ“.

„ველოდებით ჩვენს კოლეგებს. იმედი გვაქვს, ისინი მზად არიან ამ არჩვნებისთვისაც და დააყენებენ ბევრ კანდიდატს, რომ პირველ ტურში ვერ გაირკვეს გამარჯვებულის ვინაობა. თუ არავინ არავინ დააყენა და ასეთი სასწაული მოხდა პოლიტიკაში, ჩვენ ვიფიქრებთ ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურაზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის,თბილისის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე წარადგინა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ნიკა მელია.

პოპულალურები