LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას, დაგვრჩება თბილისი მარტო – არქიმანდრიტი კირიონი გარეჯში ვითარებაზე

256
1558789565-არქიმანდრიტი-კირიონი

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები დღეს დასრულდა, რადგან ტექნიკა ქანების გამო წინ ვეღარ წაიწევდა, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა, რომელიც დღეს საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

„იყო შეთანხმება, თითქოს ტექნიკა დილიდანვე გავიდოდა და აღარ იმუშავებდა, მაგრამ დარჩენილი იყო სადღაც 500 მეტრი, ეს მონაკვეთი დაასრულეს  და მერე წავიდნენ. მათი ამოცანა შესრულებულია“- განაცხადა არქიმანდრიტმა

მისივე თქმით, დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე. ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას  – ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული გადის არა რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე ცეკვა-თამაშში, არამედ – გარეჯზე თუ ასე გავაგრძელებთ,  აღარ დაგვრჩება ქვეყანა და დაგვრჩება თბილისი მარტო”, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოებს გაეცნო. როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მისული ჩიჩხიტურის მონასტერთან.

გარეჯას მიმდებარედ გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოებს გაეცნო

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვირს სადელიმიტაციო კომისიის სხდომაზე  მხარეები შეთანხმდნენ, რომ  სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთებს ერთობლივად დაათვალიერებენ.

როგორც უწყებაში ამბობენ, მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, რომ ამ დროისთვის, საზღვრის ერთი მესამედი შესათანხმებელია.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა მიმდინარეობდეს არანაირი სამუშაო, სანამ დელიმიტაციის კომისიები არ დაასრულებენ მუშაობას.

მისივე ინფორმაციით, კომისიების მორიგი სხდომა თბილისში ერთი თვის ვადაში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები