LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ასეთი კარგია ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე რატომ არ აიცრა? – ფხაკაძე

1559
tengiz giorgi

საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, სავალდებულო აღარაა ღია სივრცეებში პირბადის ტარება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ნეაგგტიურად აფასებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI)მრჩეველი  გიორგი ფხაკაძე.

პირბადის მოხსნას აფეთქება მოჰყვება - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მეოთხე ტალღა აგვისტოში იყოს: ფხაკაძე

„ინდური შტამი საქართველოში დომინანტური იქნება აგვისტოს ბოლომდე. აგერ ხართ თქვენ, აგერ ვარ მე და აგერ არის ინდური შტამი“.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, არაპროფესიონალურ გადაწყვეტილებებს გაუნათლებელი პოლიტიკოსები იღებენ და ამ გადაწყვეტილებებს მედიცინასა და მეცნიერებასთან კავშირი არ აქვს.

„საქართველომ დაამარცხა კოვიდი! – რასაკვირველია, ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. საქართველო აკეთებს იმას, რაც ისრაელმაც კი ვერ გააკეთა ბოლომდე, სადაც ყველა ვაქცინირებულია. ევროპაც კი ვერ აკეთებს, ამას, სადაც თითქმის 60 პროცენტი მოსახელობის ერთჯერადად არის აცრილი. აქაც მოხსნილია შეზღუდვები, მაგრამ პირბადე გარეთ სავალდებულოა და შიგნით სივრცეებში, რესტორნები და კაფეები არ ფუნქციონირებს.

საქართველოში ჩვენ ვცხოვრობ პოპულისტურ, არაპროფესიონალურ ქვეყანაში, სადაც არაპროფესიონალები, არაექსპერტები, პოპულისტები და ძალიან ბოდიშს ვიხდი, გაუნათლებელი პოლიტიკოსები მართავენ ქვეყანას.

ვიწყებთ ვაქცინაციას ვაქცინით, რომელიც არ იყო დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და უფრო ადრე ვაკეთებთ ყველაფერს.”

საქართველოში 1 ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება

ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, ჩინურმა ვაქცინებმა მიიღეს ჯანმოს ავტორიზაცია.

არ გეთანხმებით ამაში და  გეტყვით, რატომ. მაგალითად კოსტარიკამ თქვა, რომ არ მივიღებ ჩინურ ვაქცინას, იმიტომ რომ ეფექტურობა ჩინური ვაქცინის არის 50.4 პროცენტი.

თქვენი აზრით ადეკვატურია, როდესაც „რემდესივისი“, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის ნოემბერში ამბობდა, რომ არაფექტური წამალია კორონავირუსთან ბრძოლაში და საერთოდ ამოიღო სიიდან, როგორც შესაძლო კოვიდსაწინააღმდეგო წამალი და ახლა ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ჩამოდის წამლის 10 ათასი დოზა.

„რემდესივირის“ 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - Gilead -მა საქართველოს 4 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტი აჩუქა

ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა COVID კლინიკამ.

გილიარდმა საჩუქრად გადმოგვცა, თანხა არ გადაგვიხდია. ამაში ერთი დადებითი მხარე არის…

შხამ-ქიმიკატია, რა არის ამაში დადებითობა? ჩვენ თუ მივდივართ ამერიკის შეერთებული შტატების სტანდარტებით, ამერიკაში მარტო დაშვებულია „ფაიზერი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და „მოდერნა“.

„ასტრაზენეკა“ რეგისტრირებული არაა. არც ჩინური ვაქცინები არაა რეგისტრირებული, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებში „რემდესივირის“ გამოყენება დაშვებულია.

თუ ჩვენ მივდივართ ამერიკული გზით, მაშინ ავიღოთ ამერიკული სტანდარტი. მაგრამ არა, ჩვენ დავუშვით ჩინური ვაქცინა, რომელმაც შანსი არაა, რომ ამერიკაში გაიაროს აკრედიტაცია და ჩვენ ასევე დავუშვით „ასტრაზენეკა“.  გვეუბნებიან, რომ მივდივართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებით. მაგრამ მაშინ „რემდესივირი“ რატომაა დაშვებული?

სიტუაციიდან გამოსავალი არის არაპროფესიონალების გადაყენება და ჯანდაცვის სისტემის ჩაბარება პროფესიონალებისთვის და პოლიტიკურად არაანგაჟირებულებისთვის.

ვაქცინების ყველა დამატებითი შემოსავლის წყარო ჩვენ გადავიკეტეთ. იმიტომ რომ არაპროფესიონალები ზიან იქ, სადაც ზიან. უკრაინა და მოლდოვა უფრო ბევრ ვაქცინას იღებენ, ვიდრე ჩვენ. რატომ? იმიტომ რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანი ჰყავთ და არასწორად დააყენა ქვეყნის პოზიცია.

მარტო პირბადე არაა გამოსავალი. არავინ არ მუშაობს ისრაელთან, არავინ მუშაობს შეერთებულ შტატებთან. არავინ მუშაობს ევროკავშირის ქვეყნებთან. სანამ მე არ ავტეხე მთელი ამბავი, მანამდე „ფაიზერისათვის“ იმეილი არ გაუგზავნიათ.

მე, ადამიანი რომელიც საფრანგეთში ვზივარ, მოვახერხე და საქართველოში პირბადეების ხარისხი ავწიე და მათი ფასის დაწევაც მოვახერხე.

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

ეს ნორმალურია, როცა მე ვაკეთებ  ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გასაკეთებელ საქმეს?

გაუგებარია, რატომ არის პრობლემა ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვის. სწორედ ამ სფეროს მოუგვარებლობის გამო ხდება, რომ ვაქცინაციის ჩატარება ვერ მოხერხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ეს პრობლემა იმიტომაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში მისი მოგვარება ვიღაცას არ აწყობს.

ყველაზე დიდი ანტივაქსერები არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრში. თუ ასეთი კარგია ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინით რატომ არ აიცრა?

მაგალითი ხომ უნდა მისცე საზოგადოებას? მან თქვა, მე ქრონიკული დაავადებები მაქვს და „ფაიზერით“ იმიტომ ავიცერიო, ეს სწორი პასუხია?

შეზღუდვები, რომელიც არ მოიხსნა – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

ამირან გამყრელიძე აიცრა ჩინური ვაქცინით. ..

ბატონმა ამირანმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. მე მის ადგილას უკვე ხუთჯერ გადავდგებოდი. იმდენი ჩავარდნებია დაავადებათა კონტროლის ცენტრში, გამოდის, რომ პრობლემები არიას და ის კიდევ არის მის თანამდებობაზე.

მე ვიცნობ ბატონ ამირანს. ბოდიში, მაგრამ მან ყველანაირი ეთიკური ზღვარი უკვე გადალახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები