LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ბინას აქირავებთ, შესაძლოა, აღარ დაიბეგროთ

Woman Handing Over the House Keys To A New Home Inside Empty Grey Colored Room.

თუ ბინას აქირავებთ, უახლოს მომავალში, შესაძლოა აღარ დაიბეგროთ. ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პირებს, რომლებიც საკუთარ უძრავ ქონებას აქირავებენ და წლის განმავლობაში 30,000 ლარზე ნაკლებ შემოსავალს იღებენ, 5%-იანი გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ. 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ცვლილების მიზანია, ქვეყანაში უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებით არსებული მაღალი ფასების დაწევა.

პროექტის ავტორია პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ინიციატორი კი – „ევროპული საქართველო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები